ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთისა და ევროპის მოლაპარაკებების საკითხზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს […]
რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება საჭიროა, მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ევროპა შეძლებს […]
ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა იმიტომ, რომ ომს აგებს და ევროპა იმიტომ, რომ ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის““, – თქვა მან.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად სუსტია და ამიტომ, მას აშშ-ის დახმარება სჭირდება.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა ხაზი გასუვა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს, რადგან „რუსეთი ამისთვის ძალიან სუსტია. მას უკრაინის დამარცხებაც არ შეუძლია და შესაბამისად, ვერც ნატოს შეუტევს.“