გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის უნიჭო სპექტაკლი.
ვოლსკის თქმით, ასეთი ზღაპრის მოყოლა კონკრეტულ ამოცანას უკავშირდება.
“უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დოზა, დონე ახლავს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ახასიათებდა […] ასეთი ზღაპრის მოყოლა კონკრეტულ ამოცანას უკავშირდება, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, მის ახალ ხელმძღვანელობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს […] გულუბრყვილო ნაჩო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს”, – თქვა ვოლსკიმ.
შეგახსსენებთ, 8 ივნისს, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა.
თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ საბოდიშო ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს ჩაწერამდე მის მეუღლეს საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და შემდეგ გაიტაცეს.