ლევან სანიკიძე “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„თინა ჩემი უახლოესი მეგობარია.
გუშინ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა. ღმერთმა ყველა დედა, მეუღლე აშოროს იმისგან, რაშიც ის გაატარეს.
თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა.
კი, თინას არ პატიობენ პრინციპულობას, აქტიურობას, ერთგულებას, ამიტომ ამოიღო ბიძინამ სამიზნედ, ამოიღო ყველაზე არაადამიანური ფორმით და ოჯახს შეეხო.
ფეხებს ვერ მოჭამთ, არ იცნობთ თქვენ თინას. გაუტეხელი, ჯიუტი ქალია, რომელსაც ოჯახზე თუ შეეხები ყველაფრის უკან მოტოვება შეუძლია.
ვერ შეაშინებთ, თქვენც მოგიტოვებთ ქოცებო!
დღეს საჯაროდ ნახეთ ზუსტად ის თინა, რომლითაც მე ასე ვამაყობ.
პ.ს. ამიტომ უნდა მოიცადო კაცმა, სანამ ღლიცინს, დაცინვას, შეურაცხყოფას მიაყენებ იმ ადამიანს, რომელსაც უზარმაზარი პერსონალური რეპუტაციული დარტყმის სანაცვლოდ მოუწია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. დიდი იმედი მაქვს, რომ შეგრცხვათ!“— წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თინა ბოკუჩავამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი ქმარი, კოტე იოსელიანი, ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს.
გუშინ, 8 ივნისს კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა.