აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებების შესახებ გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, სი ძინპინი დათანხმდა შტატებისთვის იშვიათი მინერალების მიწოდების განახლებას.
„დიახ, ის დათანხმდა ამას. ჩინეთთან შეთანხმების მოლაპარაკებებში ძალიან შორს წავედით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მხარეები სავაჭრო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.