4 ივნისს საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თემო სუყაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ცენტრი გააუქმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალურ პირს „ევროსკოპმა“ კითხვა დაუსვა.
„შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში NATO-სა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია NATO-ს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და NATO-ს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად, ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში”, – უპასუხა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზემოაღნიშნულ კითხვას.