Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უპა­ტი­ე­ბე­ლია – სცემ­დეს ჩოგ­ნით სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რს… ცო­ცხე­ბი, ცო­ცხე­ბიო რომ გა­ი­ძა­ხით, ჩოგ­ნე­ბი ჩოგ­ნე­ბიო უნდა გა­ძა­ხე­ბი­ნოთ – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვაზე

October 30, 2021
უპა­ტი­ე­ბე­ლია – სცემ­დეს ჩოგ­ნით სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რს… ცო­ცხე­ბი, ცო­ცხე­ბიო რომ გა­ი­ძა­ხით, ჩოგ­ნე­ბი ჩოგ­ნე­ბიო უნდა გა­ძა­ხე­ბი­ნოთ – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვაზე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” FACEBOOK – გვერდზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, სა­დაც ჩორგბურთელმა მოქალაქეებს კახა კა­ლა­ძის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

აღ­ნიშ­ნულ­ს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყოფილი მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მმართველი გუნდი ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვით უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­იქ­ცა.

“ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა… ადა­მი­ა­ნებს გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბი და წე­სე­ბი, რი­თაც ვა­რე­გუ­ლი­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, ვი­ცავთ ჩვე­ნი და ჩვე­ნი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს, ასე­ვე არის ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ სა­ხელ­მწი­ფო. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რო­დის არის სა­უბ­რის დრო, რო­დის თავ­შე­კა­ვე­ბის და ზო­გა­დად რა რო­გორ ხდე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი.

მი­თუ­მე­ტეს რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო იძა­ხის, რომ მი­დის ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის­კენ, გვე­სა­უბ­რე­ბა და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ამ დროს ზიმ­ბაბ­ვე­სა­ვით არ უნდა მოქ­მე­დებ­დეს. ადა­მი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლია მე­ტად სა­მარ­ცხვი­ნო საქ­მე­ებ­ზე, ლაჩ­რულ და არა­კა­ცურ ქმე­დე­ბებ­ში, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ, თან 1 კი არა 4 სხვა­დას­ხვა დავა, მათ შო­რის, 1 ყო­ფილ ცოლ­თან და 2 სა­კუ­თარ ღვიძლ შვილ­თან, 6 წლის ბავ­შვთან. ასეთ დროს ნე­ბის­მი­ე­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი და პარ­ტი­ე­ბი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ცდი­ლო­ბენ იყ­ვნენ მე­ტად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და არ იყე­ნე­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლებს 4 სხვა­დას­ხვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სით სხვა­დას­ხვა მხა­რე­ებ­თან თა­ვი­ანთ პიარ და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

სულ რომ უყ­ვარ­დეს ადა­მი­ანს ეგ სპორ­ტსმე­ნი და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად თუ აზ­როვ­ნებ, კი­თხვე­ბი უნდა გა­გიჩ­ნდეს, რომ რამ­დე­ნად ცუდი ტი­პია და რამ­დე­ნად სა­ეჭ­ვოა მისი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა რო­დე­საც ადა­მი­ანს თუკი სად­მე შე­იძ­ლე­ბო­და რომ შეშ­ლო­და, ყველ­გან შე­ე­შა­ლა და სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, სულ სხვა ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში არ მყოფ საქ­მე­ებ­ზე აქ დავა.

ცოტა უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ჭი­რო ამ თე­მე­ბის გან­ხილ­ვი­სას და არ მჯე­რა და მა­სე­თი მიდ­გო­მე­ბი აქ ძა­ლას კარ­გავს, 1 საქ­მის კარ­გი არ გჯე­რა, მაგ­რამ არაფ­რის არ მჯე­რა რას ნიშ­ნავს?! ბრმა-ყრუ­ო­ბის ხა­ნაა?! თუ მო­ნო­ბის პე­რი­ო­დია, რომ ვინ­მე­სი ბრმად ირ­წმუ­ნო და არაფ­რის არ გჯე­რო­დეს, ვი­თომ ან­გე­ლო­ზია ამ დროს კი ის გარ­შე­მომ­ყო­ფებს არას­წო­რად ექ­ცე­ო­დეს, შე­უ­რა­ცყო­ფას აყე­ნებ­დეს, უსა­მარ­თლოდ მოქ­მე­დებ­დეს, არ­ღვევ­დეს შე­თან­ხმე­ბებს და რაც ყვე­ლა­ზე უპა­ტი­ე­ბე­ლია – სცემ­დეს ჩოგ­ნით სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რს. შენ კი იდგე და გა­ი­ძა­ხეე, იი­ი­იი არ მჯე­რაა. ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ღებთ იმას, რა­საც ვიმ­სა­ხუ­რებთ ადრე თუ გვი­ან და ამი­ტომ, მეტი გო­ნი­ე­რე­ბითა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ჩვენს გარ­შე­მო.

არ ვიცი მე ესე­ნი ევ­რო­პის­კენ მი­დი­ან თუ ზიმ­ბამბვეს­კენ იმი­ტომ, რომ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის პრო­ცე­სე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და 4 სხვა­დას­ხვა დავა აქ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ნებ­თან ამ­ჟა­მად, პი­არ-­კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თეს და სა­არ­ჩევ­ნოდ იყე­ნე­ბენ.

ვინ­მეს ფეხი არ და­უც­დეს და რამე არ მი­ქა­როს, მი­თუ­მე­ტეს თუ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი არ ხართ, ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი არ გი­ნა­ხავთ. ცო­ცხე­ბი ცო­ცხე­ბიო რომ გა­ი­ძა­ხით, ჩოგ­ნე­ბი ჩოგ­ნე­ბიო უნდა გა­ძა­ხე­ბი­ნოთ. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით ხალ­ხო, დე­მოკ­რა­ტია გინ­დათ და ევ­რო­პა თუ ძა­ლა­დო­ბა­ში და მო­ნო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ზიმ­ბამბვეს დო­ნე­ზე“, – წერს ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კახა კალაძეს 30 ოქტომბრის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

https://mix.metronome.ge/22927-2/

https://mix.metronome.ge/22998-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge