მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს:
“უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდს ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე განსაზღვრავს, რაც სტაბილურად მზიან დღეებს განაპირობებს.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მომდევნო 5 დღის განმავლობაში უღრუბლო ამინდი და +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი, გამონაკლისი იქნება მაღალმთიანი დასახლებები, სადაც საღამოსა და ღამის საათებში შესალოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ზოგადად ივნისის თვე სტატისტიკასთან თანაფარდობაში იქნება, ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს და ზოგან მასზე ნაკლები.” – წერს კობა ფარტენაძე.