5 ივნისს, თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში, 13-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და მისი 12, 10 და 4 წლის შვილები.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოში 17 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 4-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.