ივანიშვილს არ მივცემ შანსს, რომ ციხეში მე უფრო სწრაფად შევიდე, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მოლოდინი ყველანაირია. თქვენ იცით, რომ მე ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავედი – არ მივედი და პროტესტი გამოვუცხადე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. კომისიას. ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მივცემ იმის შანსს, რომ ციხეში მე უფრო სწრაფად შევიდე, რადგან ის არის რუსული ძალა და ყველა ოპონენტის დაჭერა აქვს გადაწყვეტილი […]
ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ პროტესტი ყველა ფრონტზე უნდა გაგრძელდეს – ეს იქნება სასამართლოს დარბაზი, საარჩევნო ყუთი, ქუჩა თუ ა.შ.” – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.