Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ჩვენს ამომრჩევლებს, ყველას მინდა თხოვნით მივმართო… – ირაკლი ღარიბაშვილი

October 30, 2021
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ – პრემიერის განცხადება

მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ არჩევნებზე მივიდნენ.

„მე რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს პირველ რიგში მშვიდობა სჭირდება, დამშვიდება, სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი და საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს. ეს არის ჩემი საერთო სურვილი და მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველანი, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი და მე მჯერა, რომ ამ არჩევნებით, ჩვენ რა თქმა უნდა, მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ.

მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის. მინდა ყველას მოვუწოდო აქტიურობისკენ, ჩვენს ამომრჩევლებს, ყველას მინდა მივმართო თხოვნით, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge