დღეს დილით ხაშურში ტრაგედია დატრიალდა – სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
„საშინელება მოხდა. მამა წუხელ სახლში არ იყო, დილას მოვიდა და ეს სურათი დახვდა. ბავშვი გარდაცვლილი იყო, დედა უგონოდ. ამბობენ, რაღაც ჭამეს და ცუდად გახდნენო. დამატებით ჯერ არაფერი ვიცით. შოკში ვართ“, – ჰყვებიან ოჯახის ახლობლები AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.
ამ ეტაპისთვის მომხდარის მიზეზი დადგენილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.