პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა თავისი პარტიის პოლიტიკურ გზაზე.
„დასავლელი პარტნიორებისთვის აუხსნელია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს პოლიტიკური საბრძოლო ბერკეტები და არჩევნები – მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს, ის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. თეორიულად ორი შანსია ხელისუფლება შეიცვალოს: ერთი არის არჩევნების გზა (ძალიან კარგად ვიცით ბოლო არჩევნები როგორ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ახლაც არ გვაქვს რაღაც სასწაულის მოლოდინი) და მეორე არის ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც…“ – , – განაცხადა ბუჩუკურმა.