საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარ არხს” წართმეული მიკროფონი დაუბრუნა.
“ნახეთ მე რა მაქვს? სად არის ემა? ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა და მოატყუეთ ხალხს და შემდეგ გაწყვიტეთ IPSOS-თან კონტრაქტი”, – თქვა წულუკიანმა და “მთავარი არხის” ჟურნალისტ, ნათია ტრაპაიძეს მიკროფონი უბრუნებდა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მოგვიანებით, თეა წულუკიანმა თეატრის სცენიდან, “მთავარი არხის” მიკროფონის თანხლებით, საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ მიკროფონს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დააბრუნებს.
“მთავარმა არხმა” კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.
https://mix.metronome.ge/19270-2/