ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, „პსჟ“-ის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, „მილანის“ ყოფილ მცველს, კახა კალაძესა და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ექსკალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ.
აღნიშნულს სოციალური ქსელით პოლიტიკოსი, ეკონომისტი რომან გოცირიძე გამოეხმაურა.
„მილანმა 2003 წელს, 22 წლის წინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კალაძესაც ერგო მედალი, მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, სათადარიგო მოთამაშე იყო.
რადგან ხვიჩა კვარაცხელიას ვაჯილდოვებთო, მოდით, კალაძეც უნდა მივატმასნოთ მასო, გადაწყვიტა კობახიძემ.
რა დააშავა 1981 წლის თბილისის დინამომ, დავაჯილდოვოთ ისინიც. აგერ, ხანდაზმულობის ვადა ხომ გააუქმა “მთავრობამ”?
არც ყაველაშვილი უნდა დაგვავიწყდეს. 30 წლის წინ მანჩესტერ სიტის მაისურით პრემოერლოგაში 2 გოლი აქვს გატანილი. იმ წელიწადს “სიტი” პრემიერლიგიდან გავარდა პირველ დუვიზიონში, ორ წელიწადაში კი სულაც მეორე დივიზიონში დაქვეითდა, ანუ სოფლის გუნდი გახდა, მაგრამ მერე რა, ხომ გაიტანა იმ კაცმა მაშინ გოლი?
მოკლედ, თანმიმდევრული უნდა იყო ადამიანი, მათ შორის სისულელეებში.😀“, – წერს გოცირიძე.