სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 3.5%.
უწყების ცნობით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 8.3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.82%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი – 22.5%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 17.6%;
- ყავა, ჩაი და კაკაო – 15.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10.6%,
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 9.5%;
- პური და პურპროდუქტები – 8.4%; თევზეული – 6.9%;
- რძე, ყველი და კვერცხი – 6.9%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 2.2%
საქსტატის მიერ გავრეცელებული ინფორმაციის თანახმად, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -4.7%.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ყველაზე მეტად, 9%-ით, ჯანდაცვა გაძვირდა, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების – 10.2%, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის – 8.3% და საავადმყოფოების მომსახურების – 7.6% ფასები.
- ჯანმრთელობის დაცვა – 9%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 8.3%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 6%;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 5.9%;
- განათლება – 4.9%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 3.3%;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.8%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 0.6%.
ფასები შემცირებულია შემდეგ ჯგუფებზე: კავშირგაბმულობა -12.8%, ტრანსპორტი -4.5%, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -2.3%, დასვენება, გართობა და კულტურა -0.4%.
წინა თვესთან შედარებით, 2025 წლის მაისში სურსათისა და უალკოფოლო სასმელების ქვეჯგუფში ფასები 1.6%-ით გაიაზრდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.51%-ით აისახა:
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.7%;
- ხილი და ყურძენი – 8.3%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.8%;
- თევზეული – 1.4%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 0.9%;
- პური და პურპროდუქტები – 0.6%.
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი – -1.6%ყავა, ჩაი და კაკაო – -0.6%, ზეთი და ცხიმი – -0.1%.