სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე ეტაპი გაიმართა.
მხარეები შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების და ცხედრების გაცვლაზე. საუბარია მძიმედ დაჭრილ, ასევე 18-იდან 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეებზე. თითოეული მხარე ათას ადამიანს გაცვლის. ასევე რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს 6 ათას ცხედარს გადასცემენ. კიევის დელეგაციამ რუსეთს გადასცა 339-ი ბავშვის სია, რომელთა დაბრუნებასაც ითხოვს.
„ჩვენ ვუთხარით, რომ 20 ათასი ბავშვი მოგვპარეს, გვიპასუხეს, რომ ოცი ათასი არ მოუპარავთ, მაქსიმუმ ასობით ბავშვზეა საუბარიო. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა. მზად არიან მხოლოდ ორ-სამდღიანი ზავისთვის, რათა ბრძოლის ველზე ჯარისკაცების ცხედრები შეაგროვონ. მე მიმაჩნია, რომ ისინი იდიოტები არიან. ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის უნდა იყოს, რომ დაღუპულები არ იყვნენ. ხედავთ მათ განწყობას — ომში მათთვის ეს მცირე პაუზის საშუალებაა. განაცხადეს, რომ მზად არიან ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრები გადმოგვცენ, მაგრამ ეს საკითხი ძალიან საგულდაგულოდ უნდა იქნას შესწავლილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.