სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ლიზა იასკოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების უფლება თუ ყოველდღე აქვს, ამის შესაძლებლობა სხვა პატიმრების მნახველებსაც უნდა მიეცეთ
“ვინმემ გამაგებინოს, ამ გოგოს რატომ აქვს უფლება ლამის ყოველ დღე ჩამოუჯდეს მიჰას გამრთობად და სხვა პატიმრებს რატომ ვუზღუდავთ იგივეს? ეს რა სეგრეგაციაა, ან რა დაჩაგვრაა, ვერ გავიგე?! მაშინ, დაუმატეთ სხვა პატიმრებსაც ვიზიტები…
მაგრად მკიდია ვინ ნახავს და ვინ არა მიხუილოს, უბრალოდ დანარჩენი პატიმრების ბედი მაწუხებს, თავს რომ ადამიანებად ვერ გრძნობენ და იმ არასახალხო კიკასაც რომ არ ადარდებს… ესე როგორ შეიძლება?!” – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.