ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენია“ – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ინტერს 5:0 სძლია.
უეფა-ს, წესდების მიხედვით, ფინალის გამარჯვებული ანუ პსჟ 25 მლნ ევროს მიიღებს, “ინტერი” კი – 18.5 მლნ ევროს.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
