ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენია“ – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ინტერს 5:0 სძლია.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია პირველი კომენტარით პიტერ შმაიხელთან გამოჩნდა, რომელიც უეფა-ს ტელევიზიასთან ექსპერტის რანგში თანამშრომლობს.
ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ ქართველ ფეხბურთელს ასე მიმართა:
– ხვიჩა, ოთხი თვის წინ სულ სხვაგან იყავი, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხარ. ეს არ ყოფილა უბრალოდ 1:0 – მოიგეთ 5:0! რას გრძნობ ამ მომენტში?
– აღწერა მიჭირს. ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ – კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად.
– ნამდვილად უნდა იამაყო. ეს იყო წარმოუდგენელი პერფორმანსი თქვენგან – არა მხოლოდ დღეს, არამედ მას შემდეგ, რაც პსჟ-ს შეუერთდი. როგორ ფიქრობ, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს და რამდენ ხანს შეგიძლიათ ამ დომინაციის გაგრძელება?
– ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის.