„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული FARA-ს კანონი დღეიდან, 31 მაისიდან, ძალაში შედის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერების გზავნილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.
ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
კალასისა და კოსის ერთობლივი განცხადება იხილეთ ბმულზე.