წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცოტა ხნის წინ,ცნობილი გახდა მისი ვინაობა – სოფელ ნატანების მცხოვრები გიორგი დვალიშვილი.
შეგახსენებთ, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და “მერსედესის” მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა.
ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.