თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხის შესახებ გააკეთა კომენტარი.
„ურთიერთობების დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დაემონო. ბევრჯერ მითქვამს და კარგი იქნება თუ ამას გაიაზრებთ – საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს; სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული იმაზე, რომ რომელიღაცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, რაღაცას გვიბრძანებს და ის უნდა გავაკეთოთ თავდახრილებმა. ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა. არ არის ეს ასე. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.