სტუდენტს, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საბაბით, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა სამი აქტივისტი ქალის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა.
ორი აქტივისტის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ერთის მიმართ – ჯარიმის.
ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს.. ძირს რუსეთის მონები“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.