აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სენატორმა დაწერა.
„სენატორი დეინსი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმა, რათა განეხილა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, – წერს დეინსი.
მანამდე აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატორი დეინსი საქართველოში ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაჟღერებას გეგმავდა.
სენატორი ასევე შეხვდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.