ტორნადო თურქეთის ქალაქ მერსინთან.
თურქული მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო ტორნადო დაფიქსირდა.
ანტალიაში კი სასოფლო-სამეურნეო მინდვრები და სათბურები დაისეტყვა.
სეტყვის შედეგად, დაზიანდა ასოფლო-სამეურნეო მიწები, ჩამტვრეულია სათბურის მინები.
მედიის ცნობით, ტორნადოს არ გამოუწვევია ზარალი, რადგან ქარიშხალი სანაპიროსთან იყო, თუმცა ტორნადომ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.