Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ ტარიფები დაბლოკა.
შეგახსენებთ, ტრამპმა ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, იმპორტირებული ზოგიერთი პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დაწესება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო, 2 აპრილს კი გამოაცხადა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს უწესებს სხვადასხვა მოცულობის ტარიფს (10%-დან 50%-მდე).
მისივე თქმით, აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, ამიტომ ეს არის „გათავისუფლების დღე” და „ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”.
მოგვიანებით ტრამპმა, მაგალითად, ჩინეთს ტარიფები 145%-მდე გაუზარდა.