Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, ჩვეულებრივ საპრეზიდენტო ხარჯებზე, როცა ჩემს შვილს, ალისას, ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობს“ – სააკაშვილი

May 29, 2025
„გული მაქვს გახეთქილი და მეუფლება უკიდურესი უსამართლობის განცდა კახასთანა ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ“ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას თავისი საქმისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, მისი საქმე „დაწერილია ეფესბეს დერეფნებსა და კაბინეტებში.“

ამასთან, ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას იმიტომ აქვს დღემდე მხარდაჭერა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ფულს არ იპარავდა.

„მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელსაც ესენი ცდილობენ, მომიწყონ, ჩვენ ყველანი ვიდგებით მაგრად, ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენს გამარჯვებას. მინდა, იმ ხალხს ვუთხრა, და ასეთი ბევრი იყო, ვინც „ქოცებს“ მისცა ხმა უკეთესი მომავლის იმედით, თითქმის ყველა ახლა სწორ პოზიციაზეა და ამას ძალიან ვაფასებ. ამის იმედი მქონდა მე 2012-ში, როდესაც გადავეცი მშვიდობიანად ხელისუფლება. რომელი ხელითაც მოვიყვანეთ ესენი, იმავე ხელით უნდა გავუშვათ, მიუხედავად იმისა, რა იქნება მათი სურვილი…

მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, ჩვეულებრივ საპრეზიდენტო ხარჯებზე, როცა ჩემს შვილ ალისას ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობს, სადაც მუდმივად ზედახორაა სტუმრების და ა.შ. და ამათ თავზე გადასდით, წარმოუდგენლად გაზულუქდნენ. მე რა, სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი საქართველოს ხელისუფლებაში? სულელი კი არ ვიყავი, ჩემი მრწამსი იყო და არის, არ შეიძლება საკუთარი, მით უმეტეს, ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, არ შეიძლება ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, არ შეიძლება ქონების მითვისება, ტყეების, მიწების, ადგილების, ამათ ყველას სულელები ვგონივართ, რომ მე ამას არ ვაკეთებდი. სულელი კიარ ვარ, სწორედ იმიტომ მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და საქართველოს გარეთ მყოფი ქართველების. მინდა, მივმართო საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებს, მოემზადეთ ყველა საქართველოში დასაბრუნებლად, გარდა ამისა, ვინც არ დაბრუნდება, ყველას გექნებათ საარჩევნო ხმა და ელექტრონული კენჭისყრით, გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის ბედს, იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს დამყარდეს დიქტატურა და აღარასდროს მოვიდეს კლეპტოკრატიული, სამარცხვინო ხელისუფლება.

ახლა, როცა ვხედავ გაერთიანებულ საქართველოს ქუჩებში, შემართებას, სამშობლოს სულისკვეთებას, როცა ვგრძნობ ხალხის სითბოს ყველა მხრიდან, მათ შორის ჩემი, შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილად არ ჩაუვლია გაწეულ სულისკვეთებას, ყველა იმ საამაყო ცვლილებას, რომელიც ყველამ ერთად განვახორციელეთ. ხალხნო, უნდა მოემზადოთ საქართველოს ბრწყინვალე ეპოქის აღდგენისთვის, ისეთისთვის, რომელიც საქართველოს არასდროს არ ჰქონია თავის ცხოვრებაში, თავის ისტორიაში. უნდა მოემზადოთ, რომ ხელახლა ვიყოთ მთელი მსოფლიოს ხელზე სატარებელი, ხელახლა სიამაყით ლაპარაკობდეს ყველა საქართველოზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge