Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ქართველმა ექიმებმა ნევროზზე მიმკურნალეს და თურმე კიბო მქონია – თამაზ ელიზბარაშვილი

January 3, 2020
ელიზბარა

ცნობილ ბიზნესმენს, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილს ექიმებმა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დასუვეს. ამის შესახებ ელიზბარაშვილი „სარკესთან“ ინტერვიუში თავადვე საუბრობს. „ქართელმა ექიმებმა ნევროზზე მიმკურნალეს და თურმე კიბო მქონია“, – ყვება ბიზნესმენი ინტერვიუში.

„სანამ დიაგნოზს დამისვამდნენ, წელიწადით და ორი თვით ადრე ოფლიანობა, სისუსტე და უძილობა დამეწყო. ცნობილ ნევროპათოლოგთან მივედი, რომელთანაც დიდი ხნით ადრე ეწერებიან და ნაცნობობით ხვდებიან. ერთი პერიოდი საქართველოს პატრიარქის ექიმიც იყო. პატივი დამდო და მიმიღო. გამსინჯა, ჩაქუჩი მირტყა და მითხრა, ჩემი პაციენტი ხარო. წამლები გამომიწერა და ნევროზზე დამიწყო მკურნალობა. მისი გამოწერილი წამალი 4 თე ვყლაპე. მერე ერთმა ახლობელმა მირჩია, ფსიქოთერაპევტთან მიდი, იქნებ ის დაგეხმაროს, ცხოველთა თავშესაფარში ამდენ უბედურებას უყურებ და ალბათ შენზე მოქმედებსო… ძალიან ცნობილ ფსიქოთერაპევტთან მივედი. მითხრა, ნევროპათოლოგთან რა გინდოდა, ჩემი პაციენტი ხარო. 6 თვე მან გამჭყიპა წამლებით.

მერე ისე მოხდა, რომ კოტე მარდალეიშვილთან ერთად გავხსენით დიაგნოსტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც მე ვარ. კლინიკა უახლესი აპარატურით აღვჭურვეთ. ჩემივე კლინიკაში მივედი და ვუთხარი, მიშველეთ, ვკვდები, სად არ ვიყავი, წამლები მასვეს, მაგრამ არაფერი მშველის-მეთქი. მაშინვე ფარისებრი ჯირკვალზე გამიკეთეს ექოსკოპია და დააგინეს, რომ 15 მილიმეტრიანი კვანძი მქონდა… დამისვეს დიაგნოზი – ეს იყო კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.

ავსტრიაში გამიკეთეს ოპერაცია. ფარისებურს მიაყოლეს კიდევ 9 ლიმფური ჯირკვალი, სადაც მეტასტაზები იყო გასული და ქიმია დამინიშნეს…

მე მებრძოლი ვარ, უამრავი სირთულე შემხვედრია ცხოვრებაში და გადამილახავს. ამასაც გადავლახავ, დედას ვუტირებ!

ქართველმა ექიმებმა წელიწადი და ორი თვე დამაკარგინეს. ამ პერიოდში სიმსივნე, რა თქმა უნდა, გაიზარდა“, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

წყარო: primetime.ge

Tags: elizbarashviliელიზბარაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაშავდა – კადრები რომიდან
  • საავადმყოფოში კიდევ ერთი მოშიმშილე მაღაროელი გადაიყვანეს
  • ავარია ხაშურის გასასვლელთან – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge