ნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეოჩართვით მიმართა.
„თქვენ იცით რას ვგრძნობ უნგრეთისა და CPAC-ის მიმართ. ორივეს დიდ პატივს ვცემ და ორივე მიყვარს. ასევე, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ადამიანია და მას ყველა აფასებს. ის განსაკუთრებული ადამიანია და ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს. რაც შეეხება CPAC-ს, როგორც ორგანიზაციას, მას მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, შტატების ლიდერმა CPAC-ის შესახებ თქვა, რომ „მათ ძლიერი საზღვრები, კანონისა და წესრიგის დაცვა სურთ, ყველაფერი სურთ, რაც თქვენ გსურთ. ისინი შეიარაღებულ ძალებს დიდ პატივს სცემენ. ეს სამართლიანი უნდა იყოს, რათა თქვენი ქვეყანა და ცხოვრება შესანიშნავი გახდეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ახლა აქ არის. ისიამოვნეთ და მალე შევხვდებით.“