აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.
ტრამპის თქმით, რომ მან არ იცის, „უნდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება, თუმცა ეს ორ კვირაში გაირკვევა.“
„თუ გვატყუებს, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ახლა მოლაპარაკებების პროცესს დააზიანებს.