“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“გამგები გაიგებს…
კოვიდის გარდა არის უამრავი სხვა დაავადება და ეს დაავადებები არსად წასულან.
ამერიკაში 6 თვის კვლევის შედეგებით (14/12/2020-31/07/2021) მკაფიოდ ჩანს, რომ “ფაიზერით” და “მოდერნათი” აცრილი ადამიანები უფრო დაცულები არიან და მათში სიკვდილიანობა უფრო დაბალია, ვიდრე აუცრელებში. განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
ფაქტები ჯიუტია!
მეცნიერება ჯიუტია!
სიმართლე ჯიუტია!
საქართველოში გვაქვს “ფაიზერი” (მოდერნას ჩამოტანაზე თავი არ აიტკივეს)!
საქართველოში აიცერით მხოლოდ “ფაიზერით” (თუ სხვა ქვეყანაში ხართ, “მოდერნაც” კარგია)!
ყველანი აიცერით “ფაიზერით” (საზღვარგარეთ მოდერნაც კარგია) განსაკუთრებით ვინც ხართ:
ალერგიულები,
ვინც უჩივის წნევას,
გულის პრობლემების მქონე ადამიანები,
დიაბეტიანები, მსუქნები (ჯარბ წონიანები),
მწეველები და ფილტვების პრობლემიანები,
ფეხმძიმეები,
ჰეპატიტებით დაავადებული ხალხი,
ყველა, ვისაც გააქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება,
კოვიდ გადატანილები (გადატანიდან 30 დღის შემდეგ),
უშველეთ საკუთარ თავს და დროზე აიცერით!
გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე!
დაიცავით დისტანცია!”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/22868-2/