BBc-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებს უბრძანა, სტუდენტური ვიზებისთვის გასაუბრებაზე ჩაწერები შეწყვიტონ.
დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილ წერილში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ შეჩერება იქამდე გაგრძელდება, „სანამ დამატებითი მითითებები არ გამოიცემა“.
წერილში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში სტუდენტური და გაცვლითი ვიზების შემოწმება გაძლიერდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს დაავალა, რომ დროებით შეწყვიტონ სტუდენტური და გაცვლითი ვიზების გაცემის გასაუბრებაზე ახალი ჩაწერები.
ძველი ჩაწერები ძალაში რჩება.