“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართება პიარ-ტექნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“დღეს ამ ზღვაში უნდა შევცუროთ, რომ განახლებულები გავიდეთ ნაპირზე, სადაც არ არიან ნაცები, სექტანტები, პაჭა-პუჭა მედროვე ვირთხები, პორტირებული მოღალატეები და ჯიბის ჟურნალისტები! ვინც ცურვა არ იცით, მეგობარს ყოველთვის ექნება თქვენთვის მაშველი რგოლი, მთავარია გჯეროდეს, რომ ეს ნაპირი შენი და შენი შვილებისაა, კავკასიონიდან კი მეომარი წინაპრების სული გვლოცავს.
დილა ერთობისა ერო,” – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და აქვეყნებს 2012 წელს გამართული აქციის ფოტოს.
ცნობისთვის, დღეს, 27 ოქტომბერს ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
მმართველი გუნდის ცნობით, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება 17:00 საათზე გაიმართება.