სოციალურ ქსელში გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
„გლდანში ქერჩის ქუჩაზე პოლიციის აკადემიისკენ ტრანსპორტიდან დავინახე როგორ დაარტყა ბიჭმა ასაკიან კაცს, ერთი დარტყმით გათიშა, დააგდო და გაიქცა. ცხოველი, მხეცი. ნაძირალა გადაღებაც ვერ მოვასწარი ისე მალე მოხდა ყველაფერი. იმედია კამერებს ამოიღებენ და პასუხს აგებ ყველაფრისთვის! ღმერთმა ქნას, მალე გიპოვონ და ციხეში ამოლპე ნაგავო მხეცო!
მერე მიცვივდა ხალხი და მერე დაუწყეს იმას სტვენა და მერე დაიწყეს თავში ხელების რტყმა. რომ უსტვენდით და ეძახდით მობრუნდებოდა? ხალხო რატომ არავინ დაეხმარეთ ან რატომ არავინ დაედევნეთ? გთხოვთ, თუ ვინმემ იცით იმ კაცის მდგომარეობა დაწერეთ რომ მშვიდად ვიყო, იმის მერე შოკში ვარ, თავიდან არ ამომდის და ვლოცულობ რომ კარგად იყოს 3 სასწრაფო მივიდა მალევე და იმედია კარგად არის და საშიში არაფერია“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.