Saturday, May 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„რა მოხდება, რომ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ბოდიში მოიხადოს“ – რას წერს შალვა პაპუაშვილი?

May 24, 2025
“სირცხვილია” – რა განცხადებას აკეთებს შალვა პაპუაშვილი?

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებისა და მათთან მიმართებით, დასავლეთის პოზიციონირების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ: „რუსთავი 2“-ის საქმეზე 7 წელი (2013-2019) არ მოგვასვენეს, მორალი გვიკითხეს და დემოკრატიული უკუსვლები გვაბრალეს; მელიას საქმეზე 3 წელი (2021-2023) გვაჯანჯღარეს, მორიგი გადატრიალება სცადეს; გვარამიას საქმეზე 2 წელი (2022- 2024) წიოკი გაჰქონდათ მაღალი რანგის და დაბალი კომპეტენციის ჩინოვნიკებს, ჟურნალისტების მდევნელი პროკურორი დევნილ ჟურნალისტად გამოგვიცხადეს; სააკაშვილს 3 წელი (2021-2023) მომაკვდავად გვიცხადებდნენ, ტელეპანაშვიდებს მართავდნენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფულს იხდიდნენ, დიაგნოზებს აყალბებდნენ და ბიომასალას წინდებით დაატარებდნენ, ლამის სამოქალაქო აპოკალიფსი მოგვიწყვეს ცრუ დემარშის ავტორმა ევროპელმა ელჩებმა; ბოლოს, ორი დღის წინ, ის საქმეც კი წააგეს, 7 წელი (2019-2025) შეშის აქციაზე მიტანას გამოხატვის თავისუფლებად რომ გვიცხადებდნენ.

ყველა აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგმა თქვა, რომ უცხო მთავრობები, მინისტრები, დეპუტატები, ელჩები, მათი მდივნების თანაშემწეები და თანაშემწეების მდივნები, აბსოლუტურად ყველა, – დიახ, ყველანი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო. შეიძლება შეცდე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ ყოველ ჯერზე? ყოველ ჯერზე რთულია, იყო ასეთი არაკომპეტენტური, თუ მტრული განზრახვის მქონე მავნებელი არ ხარ. ხარ მხარე. განსაზღვრული დღის წესრიგით, რომლითაც არათუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას იზღუდავ, პირდაპირ ხელისუფლების და ხალხის ნების ცვლილებას აორგანიზებ. ამ ფონზე, რა ვენის კონვენცია და საშინაო საქმეში ჩაურევლობა? ღმერთი როგორ არ იცინის, ვენის კონვენციის შეხსენებას რომ ცდილობთ.

სადმე გახსოვთ, ქართველი სხვის საქმეში ამგვარად ჩარეულიყო? მსგავსი უპატივცემულობა გამოევლინა? შეცდომა მოსვლოდა და ბოდიში არ მოეხადა?

რა მოხდება, რომ ამ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ერთხელ ქართული ღირებულებებითაც იმოქმედოს და ბოდიში მოიხადოს. ხომ ვხედავთ, რომ „ევროპული ღირებულება“, ისე, როგორც ეს მათ ესმით, ამ მხრივ, ქართულს ჩამორჩება. ჩვენგანაც ისწავლონ იქნებ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი, სხვისი უსამართლოდ დაზიანების სინანული, გაფუჭებულის გამოსწორების პასუხისმგებლობა.

ნაცვლად ამისა, ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, თეთრზე შავი გვითხრან, საზოგადოებაში კვლავ ზიზღი და სიძულვილი დათესონ, როგორც ეს სააკაშვილის, მელიას და გვარამიას საქმეებზე აკეთეს. ეს ფარსიც ხომ იგივე კინოთეატრიდანაა? ისინი არ დაეძებენ. მათთვის ეს განცხადებები ხუთი წუთის საქმე და ხუთი წამის სადარდებელია. ამ პროცესში თუ რამე ზიანდება, ეს ქართული საზოგადოების მთლიანობა, ფასეულობები, დემოკრატიული განვითარების გზა და ეროვნული თანხმობაა. აღარაფერს ვამბობ ცალკეულ სასოწარკვეთილ აქტივისტებზე, რომლებიც იმ აგურს ირტყამენ თავში, უცხოეთიდან რომ მიაჩეჩეს ხელში“, – წერს პაპუაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • საქართველო არგენტინა 6:1 – ჩვენი მინიფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან გავიდა
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge