Saturday, May 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს

May 23, 2025
ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს

დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ცნობით, ეს გადაწყვეტილება “თვითნებური” და “პოლიტიკურად მოტივირებულია” და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს – “ეს საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი დასტურია” – წერს ორგანიზაცია.

ბრიტანელი ჟურნალისტი 20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გააჩერეს და 45- წუთიანი ლოდინის შემდეგ, უთხრეს, რომ საქართველოში შესვლა ეკრძალებოდა. ჟურნალისტის თქმით, მისთვის არ აუხსნიათ, რატომ და რის საფუძველზე უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე.

“ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქცია მოჰყვა მასობრივ სიძულვილის კამპანიას, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი გამოძიება ბრიტანულ გამოცემა Byline Times-ში გამოქვეყნდა. სტატიაში განხილული იყო ბრიტანული ფონდის Hunnewell Partners-ისა და რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კავშირები, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. Hunnewell, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ფლობს ქვეყნის უდიდეს პროსამთავრობო ტელეარხ „იმედს“.

გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნილი დაკავშირებული იყო „დიფ სთეითთან“, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. „იმედმა“ ჟურნალისტი მიკერძოებაში დაადანაშაულა, აჩვენა მისი ვიზიტის კადრები ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში და გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა კვლავ უარესდება, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მხოლოდ ბოლო თვეებში, ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო, ჩეხი რეპორტიორი რეი ბეისელი და შვეიცარიელი სტეფან გოსი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა” – აღნიშნავს RSF.

RSF-ის 2025 წლის უახლეს რეიტინგში საქართველო ერთდროულად 11 პოზიციით დაქვეითდა – ახლა ქვეყანა 180-დან 114-ე ადგილზეა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „ამბობს, რომ 2 თვის ორსულია…“ – სუროგაციის საქმის ახალი დეტალები და მითვისებული 350 000 ლარი
  • დამაჯერებელი გამარჯვება ორ სეტში – ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge