Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა გზავნილს ავრცელებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან?

May 23, 2025
რა გზავნილს ავრცელებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან?

გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდის მოტივით პატიმრობა შეეფარდა.

დღეს რუსთავის ციხეში მის მოსანახულებლად ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი შევიდა.

მანვე გააჟღერა ჯაფარიძის პირველი გზავნილი ციხიდან:

„იყავით მხნედ და განაგრძეთ ბრძოლა!“

„ზურა არის მხნედ. მისი პოზიცია რაც იყო, რჩება იგივე და დარჩება. მოწოდება არის გარეთაც, რომ ისინიც, ვინც არიან გარეთ, იყვნენ მხნედ და მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყანაში იყოს კონსტიტუციური წესრიგი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, აუცილებელია, საქართველო მიდიოდეს ევროპისკენ და ზურაც სწორედ ამიტომ არის დღეს საპატიმრო დაწესებულებაში. მისი ბრძოლის ხაზი გადის დღეს ციხეზე.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრია, რომ ზურა მალე დატოვებს დაპატიმრო დაწესებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, არ მართლდება ხოლმე. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სტრატეგიაზე. ზურა არ აღიარებს დანაშაულს, იმიტომ, რომ ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, კომისია არის არაეგიტიმური და მათ არ ჰქონდათ არანაირად ზურას დაბარების უფლებამოსილება.
ამასთან, ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძის წერილების გამოტანა აუკრძალეს. ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, გზავნილების გამოტანის ერთადერთ გზად ზეპირი შინაარსის გამოტანა რჩება. ადვოკატისთვის გაუეგბარია, რას ემსახურება აღნიშნული აკრძალვა.

რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს წერილებთან დაკავშირებით, მათი პოზიციაა, რომ, დავუშვათ, ზურა თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია, ჩემი ელნაწერით, ისიც, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზურას შორის საუბარი არის კონფიდენციალური და ნაწერებიც, არაის აქვს ამ შინაარსის გაცნობის უფლება. რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომელი პენიტენციური დაწესებულებაა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება ის
  • “მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან” – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge