საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე იკითხება.
ის საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს.
„ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა, რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში.
ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო – ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები”, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.