„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ გაიხსენა 2013 წელს მომხდარი ამბავი, რომელშიც მელიას მამა, ანზორ მელია და იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, თეა წულუკიანი ფიგურირებენ.
„2013 წელს მთაწმინდის გამგებელი გავხდი. მოულოდნელად დამიბარეს მოდულის შენობაში დაკითხვაზე, სად არის ივანიშვილის 80 მილიონი, 9 საათის განმავლობაში მკითხავდნენ, თან მეუბნებიან, დაგიჭერ თუ არ იტყვი, მოვედი სახლში, მამაჩემის პოზიცია გახსოვთ, 2012 წელს როგორიც იყო, პოლიტიკური, ანზორი დამხვდა გაბადრული, იმდენი ვინერვიულეო, მაგრამ როდის დავმშვიდდიო, იცი, წულუკიანია მაშინ იუსტიციის მინისტრი, თეამ დამირეკაო, ბატონო ანზორ, არ ინერვიულოთ, თქვენი შვილი მალე იქნება სახლშიო. მომტრიალდა და ნახე, რა ღვთისნიერი ხალხია “ქართულ ოცნებაშიო“, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ გენპროკურორი გააკეთებდაო? ადეიშვილი ხომ არ დამირეკავდაო?“,- იხსენებს მელია.