“საქართველოს კონსტიტიციით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
წულუკიანის კომისიაში ოპოზიციის არც ერთი წევრი არ იყო. შესაბამისად ის არ იყო საგამოძიებო კომისია. მასში მონაწილეობის არ მიღება არაა დანაშაული.
ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარები არიან”- წერს ნინო ლომჯარია.
მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.