“მიშას რომ რამე მოუვიდეს, რაში მადარდებს, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს, კობახიძეს ან როგორ შევაფასებთ საკუთარ როლს?!” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრისას განაცხადა.
“ბოდიში მინდა მოვუხადო მისი დედა თუ მიყურებს, შვილები თუ მიყურებენ, იმიტომ, რომ დღეს ვფიქრობდი, რომ მიშა შეიძლება ნებისმიერ წამს მოკვდეს… დღეს მქონდა მთელი დღის განმავლობაში ეს განცდა, ემოციები რომ აგიყოლებს… მიშას რომ რამე მოუვიდეს რაში მადარდებს, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს ან კობახიძეს, ან როგორ შევაფასებთ საკუთარ როლს… აღმოვჩნდებით უსუსურები, რომლებმაც ვერაფერი ვერ გავაკეთეთ… ვზივართ და ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მიშა არ მოკვდეს… სულ რომ ღარიბაშვილზე მეუბნებოდნენ, რომ ახლა ის ციხეში კვდება, ხომ გამორიცხულია, რომ ასეთი რეაქცია მქონდეს როგორიც მას აქვს?!.. – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი განცხადებით, სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა, მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.
ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვირვებისთვის, ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა.
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
https://mix.metronome.ge/22776-2/