თურქული მედიის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ კრეტას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 17.7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრა მუღლას შტატის, დატჯას რაიონიდან 166 კილომეტრში დაფიქსირდა და იზმირსა და მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.