Thursday, May 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა

May 21, 2025
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა

გოგა ბე­რი­ძე, ორი შვი­ლის მა­მაა, მისი ის­ტო­რია არის ამ­ბა­ვი, იმა­ზე თუ რო­გორ აა­რი­და ოჯახს აა­რი­და უმ­ძი­მე­სი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. მისი შვი­ლის, ნი­კოს ის­ტო­რია, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ამ – ამ შემ­თხვე­ვა­ში ChatGPT-მ – შეც­ვა­ლოს ერთი ოჯა­ხის ბედი, მა­შინ როცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა უმოქ­მე­დოა.

ექვს თვემ­დე ნიკო ვი­თარ­დე­ბო­და სრუ­ლად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი­ვით, თუმ­ცა მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. გოგა თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და გა­ე­გო, რა სჭირ­და შვილს, როცა ექი­მე­ბი მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბას და “დაკ­ვირ­ვე­ბას” ურ­ჩევ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი სწო­რედ ChatGPT-ით მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა გახ­და გარ­დამ­ტე­ხი, სწო­რედ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა ახ­სე­ნა პირ­ვე­ლად დი­აგ­ნო­ზი: ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი.

გულ­წრფელ და მძი­მე მო­ნო­ლოგს მა­მას­თან PalitraVideoაქ­ვეყ­ნებს. გოგა შვილ­ზე ზრუნ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს სის­ტე­მა შეც­ვა­ლოს და მო­ი­თხო­ვოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან თა­ნად­გო­მა. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ემიგ­რა­ცი­ის მტკივ­ნე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მიც კი არ არის.

გოგა ბე­რი­ძის ამ­ბა­ვი – ეს არის ის­ტო­რია ბრძო­ლა­ზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, ციფ­რულ იმედ­ზე და მშობ­ლის უდი­დეს თავ­და­დე­ბა­ზე

“ნიკო რომ და­ი­ბა­და ექვს თვემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბო­და, ვი­თარ­დე­ბო­და. ექ­ვსი თვის შემ­დეგ და­ე­წყო პრობ­ლე­მე­ბი: წო­ნა­ში კლე­ბა, ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, საჭ­მელს ვე­ღარ ჭამ­და, ყლაპ­ვა უჭირ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე რთულ­დე­ბო­და.

ამ პე­რი­ოდ­ში სულ დაგ­ვყავ­და ექი­მებ­თან და უკუ­კავ­ში­რი იყო ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი, მო­დით, ცოტა ხანი რძე არ მის­ცეთ, და­აკ­ვირ­დით. ბავ­შვს აშ­კა­რად უფრო რთუ­ლად ჰქონ­და საქ­მე ვიდ­რე რძის არ მი­ცე­მა­ში იყო.

ერთ დღეს ნი­კომ გა­იღ­ვი­ძა და თვა­ლებს ვე­ღარ ახელ­და, ბავ­შვი გონ­ზე აღარ იყო. სას­წრა­ფოდ, მო­რიგ ჯერ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ვა­ქა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ, პა­სუ­ხად იგი­ვე მი­ვი­ღეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე დავკვირ­ვე­ბო­დით.

ვი­კი­თხე, რას დავკვირ­ვე­ბო­დი, ბავ­შვი რომ მაკ­ვდე­ბა ხე­ლებ­ში იმას? – თა­ვად რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ჩემს ად­გი­ლას. არ ვიცი, სხვა რა გი­თხრაო. მივ­ხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონ­და ამათ ლო­დინს. ავ­დე­ქით და რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შეყ­ვა­ნი­სას იქვე ანა­ლი­ზე­ბი გა­უ­კე­თეს. პირ­ველ რიგ­ში ელექტრო­ლი­ტე­ბის, ბავ­შვს ენერ­გია არ ჰქონ­და, ეღ­ვი­ძა, მაგ­რამ ეძი­ნა. გვი­თხრეს, რომ კა­ლი­უ­მი ჰქონ­და ძა­ლი­ან და­ბა­ლი და შე­იძ­ლე­ბა გული გას­ჩე­რე­ბო­და, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად რა სჭირ­და.

გა­დას­ხმის შემ­დეგ ფერ­ზე მო­ვი­და,გა­იღ­ვი­ძა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იგი­ვე და­ე­მარ­თა.

სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევრ პრობ­ლე­მას წა­ვა­წყდით, ეს იყო ემ­პა­თია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ბავ­შვს კი­დურ­ზე ად­გი­ლი აღარ ჰქონ­და, რომ ანა­ლი­ზი აგ­ვე­ღო. თით­ქოს არც არა­ფე­რი ხდე­ბა, ხან­და­ხან დამ­ცი­ნა­ვი, ირო­ნი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბიც მოგ­ვის­მე­ნია. პლუს ამ და­ა­ვა­დე­ბას სჭირ­დე­ბა სი­სუფ­თა­ვე, ჰი­გი­ე­ნუ­რი გა­რე­მო. ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ცის­ტურ ფიბ­რო­ზი­ა­ნი ბავ­შვე­ბის­თვის არის ბაქ­ტე­რია. ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რი დი­აგ­ნო­ზი რომ ვერ და­უს­ვეს, მახ­სოვს ერთ დღეს ვი­ჯე­ქი ჩემს მე­გო­ბარ­თან სახ­ლში, სა­ბუ­თებს ვას­კა­ნე­რებ­დით, ვაგ­ზავ­ნი­დით სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში. ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი Chatgpt. ვი­ფიქ­რე, ვცდი, ჩვე­ნი რა მი­დის, იქ­ნებ სა­ინ­ტე­რე­სო გვი­თხრას, სრუ­ლი ანამ­ნე­ზი ჩავ­წე­რეთ. დი­აგ­ნო­ზად მოგ­ვწე­რა ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი. რომ­ლის ხსე­ნე­ბაც იქამ­დე არც ყო­ფი­ლა. სიმპტო­მე­ბი რომ მო­ვი­ძი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ო­და.

ეს არის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­დის ბავ­შვზე ორი მშობ­ლის მუ­ტა­ცი­ით. მშობ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ ამ მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი. თუ ორი­ვე მშო­ბელს აქვს მუ­ტა­ცია, 25% შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რის­კი, რომ ბავ­შვი და­ი­ბა­დოს არა მუ­ტა­ცი­ით, არა­მედ და­ა­ვა­დე­ბით. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ნი­კოს არ გა­უ­მარ­თლა და გა­მოჰ­ყვა და­ა­ვა­დე­ბა. და­ვუ­რე­კე ექიმს და რა თქმა უნდა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არ მიხ­სე­ნე­ბია და ვუ­ხა­რი, რომ ერთ-ერ­თმა თურ­ქულ­მა კლი­ნი­კამ გა­მოთ­ქვა ეჭვი ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე და თა­ვად რას ფიქ­რობ­და. მი­პა­სუ­ხა, – რა სი­სუ­ლე­ლეა, სა­ერ­თოდ რა კავ­შირ­ში­აო. ვუ­თხა­რი, რომ მა­ინც გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რა­ზეც მი­თხრა, რომ მათ კლი­ნი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტი არ კეთ­დე­ბო­და და სხვა კლი­ნი­კი­დან მი­მეყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტი და გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა. მო­ვიკ­ვლიე რომ არ­სე­ბობს ორი სა­ხის ტეს­ტი ერთი არის ოფ­ლის ტეს­ტი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა და მე­ო­რე გე­ნე­ტი­კუ­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა. ოფ­ლის ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, აღ­მო­აჩ­ნდა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და ჩა­მო­ვი­და პა­სუ­ხი რომ ბავ­შვს ეს და­ა­ვა­დე­ბა აქვს.

ეს და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­თვა, რომ დიდ ასა­კამ­დე გა­უ­ხან­გრძლი­ვო სი­ცო­ცხლე. მო­არ­ჩი­ნო, ამ ეტაპ­ზე ეს არ ხდე­ბა. ტობ­რა­მი­ცი­ნი არ­სე­ბობს ასე­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რია ფსევ­დო­მო­ნას სამ­კურ­ნა­ლოდ. მშობ­ლებს გვი­წევს თურ­ქეთ­ში ნაც­ნო­ბე­ბი ვნა­ხოთ რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ, 3 ათა­სი ლარი ჯდე­ბა ერთი თვე. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით ვა­კე­თებთ, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიც კი არ არის ეს მე­დი­კა­მენ­ტიო, არა­თუ ფი­ნანსდე­ბა. ასე­ვე სა­ჭი­როა ბავ­შვის­თვის კლი­ნი­კე­ბი სტა­ცი­ო­ნა­რი, სა­დაც არ ექ­ნე­ბა სხვა ბავ­შვებ­თან შე­ხე­ბა, რად­გან რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ბაქ­ტე­რია მის­თვის სა­ხი­ფა­თოა. ასე­თი სტა­ცი­ო­ნა­რი ჩვენ არ გვაქვს,. სჭირ­დე­ბა ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ამ და­ა­ვა­დე­ბის კუ­თხით სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზურ­გის მა­სა­ჟი, რომ ბავ­შვმა ლორ­წო ამო­ი­ღოს. თუ არ ამო­ი­ღო, ბაქ­ტე­რია მრავ­ლდე­ბა და ამი­ტომ მა­სა­ჟებს ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვუ­კე­თებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარკეთილში, ავტოსადგომიდან მიკროავტობუსის გატაცებისა და 4 მანქანის დამტვრევის საქმეზე 2 პირი დააკავეს
  • ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები
  • „ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენს გავაჩენ-მეთქი“ – გეგმავს თუ არა ნანუკა გულუა მეოთხე შვილის გაჩენას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge