მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია პოლიტპატიმარ გიორგი ახობაძეს სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა – “ფურცელზე რაღაც რომ დაწერეთ, მსგავსი რამ თუ განმეორდება, დატოვებთ დარბაზს!” მიმართა ჯინჯოლიამ ახობაძეს, რომელმაც უპასუხა, რომ მოწმეთა მხრიდან ნაკლები ტყუილების მოსმენა უკეთესი იქნებოდა – “ნაკლებ ტყუილებს რომ ვისმენდეთ, უკეთესია” – აღნიშნა ახობაძემ.
სწორედ ცრუ მოწმეების მისამართით იყო დაწერილი ის, რაც ახობაძემ დღევანდელი პროცესის დროს აჩვენა.
ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.