20 წლის პოლიტიკურ პატიმრებს ესვრიან ტალახს იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა გამოხატეს, – ასე ეხმაურება პარტია “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეშვილი გუშინ, პატიმრების სახელით გავრცელებულ წერილს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხალხი 26 მაისს ქუჩაში გამოსულიყო და მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ტრანსპარანტებით აქციებზე სიარულისგან თავის შეკავებინათ. წერილის თანახმად, ამას დისონანსი შეჰქონდა დემონსტრაციების მონაწილეებში.
“20 წლის პოლიტიკურ პატიმრებს ესვრიან ტალახს იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა გამოხატეს.
იგივე ბანდერლოგები კედლიდან კედელზე დაეთრევიან ჯოგებად, თუ ვინმეს “დევნილი” 60 წლის მუტრუკის კრიტიკა წამოსცდება და მორალურ იმპერატივს აწესებენ რომ აიკრძალოს იმ საჯარო პირის კრიტიკა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს – მხოლოდ იმიტომ რომ ის დევნილია, პოლიტიკური პატიმარია.
ანუ ეს ხალხი 20 წლის პოლიტიკურ პატიმრებს ტალახს ესვრის იმის გამო, რომ უზრდელობად მიიჩნიეს სააკაშვილის ფოტოს ძალადობრივად ტენვა პროტესტზე, რომელის 50 გმირიც ციხეშია და ასევე პოლიტპატიმარია.
თქვენ თუ ქოცებთან ერთად არ ჩაირეცხოთ, თქვენი უზრდელი და უსინდისო ბელადიანად, მე ვიყო ბოლო.” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.