“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება,საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წასვლას არ აპირებს, მიზეზს კი “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტავს:
“ვეცდები აგიხსნათ რატომ არ მივდივარ 27 ოქტომბრის აქციაზე:
1.თუ შეკრება იმართება პარტიის მხარდასაჭერად, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გატარებული პოლიტიკის(შარლ მიშელის ხელშეკრულება, პატრიოტთა ალიანსის ნახევარმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმა, საკადრო პოლიტიკა, კოჰაბიტაცია, და სხვა მრავალი) ეს არის ჩემთვის სადაო თემები და ვთვლი, რომ ეს აქცია არადროული, არაფრისმომცემი, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის პოზიციების გასამაგრებელი აქცია იქნება… ამიტომ ვემიჯნები …
2. თუ ეს აქცია არის მიმართული ნაციონალური სისხლიანი რეჟიმის სამართალმემკვიდრეობის წინააღმდეგ, სააკაშვილის მიერ ჩადენილი მკვლელობების, დანაშაულობების, პროვოკაციების და ავანტიურების წინააღმდეგ- ეს ის აქცია იქნება, სადაც ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს და დადგეს ბოლო წამამდე… თინდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად! უნდა გავიდეთ ისინიც, ვინც აგერ უკვე ათწლეულებია ვიბრძვით და ისინიც, ვინც 3-4 თვეა შემოგვიერთდა!
…მაგრამ მე ვერ წავიკითხე “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ რეკლამაზე შესაბამისი სიტყვები და სულისკვეთება! უფრო მეტიც, ლიდერებმა გააჟღერეს, რომ შეიკრიბებიან მათი მხარდამჭერები…
მაპატიეთ, მე არ ვარ კობახიძე-მდინარაძის მხარდამჭერo!!!
მე ხმას მივცემ კახის! მხარს დავუჭერ ღარიბაშვილის პატრიოტულ ნაბიჯებს!
სულ ესაა…,” – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 ოქტომბერს ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
მმართველი გუნდის ცნობით, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება 17:00 საათზე გაიმართება.