Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?

May 20, 2025
რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დაუტოვა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება წაერთვა.

როგორც ბასილაიამ ბრიფინგზე განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასტურია იმის, რომ „სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად, მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია“.

„როგორც მოგეხსნებათ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება და მის მიმართ არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაა რეალიზებული, არამედ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. ამის კიდევ ერთი დასტური გუშინ მივიღეთ. ეს არის სააპელაციო სასამართლოდან 2025 წლის 16 მაისის განაჩენი. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ სასჯელი შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული მთელი რიგი არგუმენტაციით. მათ შორის, ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არა მხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესი და მსგავსი ოდენობით სასჯელის შეკრება, ფაქტობრივად, არ ხდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანი არგუმენტები გვქონდა მოყვანილი ბრალთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება ეს ქმედება ბრალდებულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, გამართულიყო მსჯელობა, მხარეთა შორის პაექრობა ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში. მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე, უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება, ფაქტობრივად, წაერთვა. იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო. ირონიულია ის ფაქტიც, რომ იგივე მოსამართლემ უნდა განიხილოს „პიჯაკების საქმე“ სააპელაციო სასამართლოში.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად, მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს“,- განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”იკუუ, მოხვედი იკუ” – რა მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ირაკლი ზარქუა იმყოფებოდა
  • „კითხვებზე პასუხის გაცემის დროა…“ – ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი დუმილს არღვევს
  • “არავინ გამოხტეს ახლა ძაღლების უფლებადამცველი, 10 წლის ბიჭს სამმა ძაღლმა ხორცები გამოაგლიჯა”- რას წერს მოქალაქე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge