ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი, ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი სახე იყო და საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ბოლო პერიოდში პოლიტიკაში აღარ ჩანს.
გამოცემა Politico წერს, რომ მასკი ამერიკული პოლიტიკური სივრციდან გაქრა.
აღნიშნული მედია ამის ერთ-ერთ მიზეზად მასკის პოპულარობის მკვეთრ გაურესებას მიიჩნევს.
ამასთან, როგორც ირკვევა, აპრილში მასკმა იტალიის ფინანსთა მინისტრთან იკამათა, ტრამპი კი გააღიზიანა პენტაგონის დახურულ ბრიფინგზე გამოუცხადებლობით.