“სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი…”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის პენიტენციური საავადმყოფოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ შეფასებას.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა, მას გლდანის ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ.
კახა კალაძის განცხადებას კი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“სინამდვილეში, ყველაზე დიდი ნაძირალა ამ ძვირიანი ტანსაცმლის და მილანში დავარცხნილი თმის უკან იმალება.
ქართული ოცნების გამორჩეულ ნაძირლებს შორის, ყველაზე დიდი ნაძირალა კახი კალაძეა. თავისი ხიტრაჟოპობით “კაი ტიპს” რო ძერწავდა საკუთარი თავისგან და ახლა ნიღაბახეული ურჩხული რომაა, ის კალაძე. ამ “კაი ტიპის” პოზის გამო, ყველაზე საშიში ნაძირალაცაა,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ვიდეო:
https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1644859335860000