უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია“, – თქვა ზელენსკიმ.
ასევე უკრაინის ლიდერი გამოეხმაურა რუსეთის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, უკრაინის ტერიტორიის ნაწილიდან უკრაინული ჯარის გაყვანის შესახებ.
„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.